არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანგარიშსწორება ქვითრის საფუძველზე ხორციელდება. კომპანიის თანამშრომელი, ე.წ. „წამკითხველი" მრიცხველიდან იღებს ანათვალს, ქვითარი შეიძლება მომხმარებელს მიეწოდოს ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელ.ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებითა და ფორმატში).
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური ქვითარში მითითებულ ვადაში უნდა გადაიხადოს. ქვითრის არმიღება აბონენტს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს. გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, მომხმარებელს გაზის მიწოდება შეუწყდება.
იმ შემთხვევაში, თუ აბონენტმა საანგარიშო პერიოდში ქვითარი ვერ მიიღო, მას შეუძლია მოხმარებული ბუნებრივი გაზისა და გადასახადის ოდენობის შესახებ ინფორმაციისთვის დარეკოს „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ცხელ ხაზზე - 16 114, სააბონენტო ნომრით გადაამოწმოს „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ვებ-პორტალზე - www.mygas.ge, ამისი მობილური ტელეფონიდან გააგზავნოს USSD კოდი ნომერზე *303# და მიჰყვეს ინსტრუქციას, ან ესტუმროს ადგილობრივ სერვის ცენტრს.
ყურადღება: მმომხმარებლის უფლებების შესახებ ინფორმაცია დატანილია ბეჭდური ქვითრის უკანა მხარეს. კომპანიის მხრიდან უფლებამოსილების გადაცდომის შემთხვევაში, აბონენტმა უნდა მიმართოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების დამცველის ოფისს (ქ. თბილისი, ა.მიცკევიჩის ქ. 19, ტელ: (032) 242 01 80, Email: mail@gnerc.org), დატოვოს შეტყობინება „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ცხელ ხაზზე - 16 114, ან მოგვწეროს ელექტრონულ მისამართზე: socargas@socar.ge.