დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114

გაზის მიწოდება

შპს "სოკარ ჯორჯია გაზი” ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას.

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები"-ს თანახმად „პირი, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის რეალიზაციას, მათ შორის, საცალო მომხმარებელზე ახდენს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას”.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მიმწოდებელია პირი, რომელიც იძენს ბუნებრივ გაზს და ყიდის მას სხვა მიმწოდებლებზე ან/და მომხმარებლებზე;

მიმწოდებელ კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობები მოწესრიგებულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონით, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები”-თ და ასევე საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

ბუნებრივი გაზის ნასყიდობა ხდება „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” და ასევე,  სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე. შესაბამისად, თუ მომხმარებელს სურს ბუნებრივი გაზი მიიღოს შპს „სოკარ ჯორჯია გაზი"-სგან, აღნიშნულის შესახებ წერილობით უნდა მიმართოს ჩვენს კომპანიას.

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები”-ს შესაბამისად, „ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება” შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).