დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114

ახალი ამბები

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ გაცნობებთ, რომ კასპიის ზღვის შელფის გაზის მომმარაგებელ პლატფორმაზე შექმნილმა ტექნიკურმა პრობლემამ და ამინდის მკვეთრმა გაუარესებამ გამოიწვია გაზის წნევის ვარდნა, რის გამოც მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ბუნებრივი გაზის მიწოდება აჭარის რეგიონის დაახლოებით 32 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა. ამ დროისთვის აღნიშნული პრომლემა ლოკალიზებულია და აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა, ეტაპობრივად 25 ნოემბრის დილის 10:00 საათიდან დაიწყება.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

 

24 ნოემბერი, 2017