დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114

გადახდის სახეები

არასაყოფაცხოვრებო აბონენტებს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა შეუძლიათ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ვებ-პორტალზე www.mygas.ge. გადახდა შესაძლებელია, როგორც ავტორიზებული, ასევე არაავტორიზებული მომხმარებლებისთვის.

„ლიბერთი ბანკის" ფილიალებში არსებული სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით, მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების გადახდა შესაძლებელია საკომისიო გადასახადის გარეშე.

მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა, ასევე შესაძლებელია სხვა პარტნიორ ბანკებში და სწრაფი გადახდის აპარატებით, ინტერნეტბანკინგითა და ონლაინ გადახდის ვებ-გვერდების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, საკომისიო გადასახადიც გადაიხადოთ, რომელსაც ბანკები და სწრაფი გადახდის აპარატების ოპერატორი კომპანიები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.