დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება

სასარგებლო ინფორმაცია

სახელმწიფო ორგანოები:

ბუნებრივი გაზის ბაზარი რეგულირდება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონით და ყველა დაინტერესებული ორგანოების პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს.

კანონი უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად, ასევე აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას და ურთიერთობებს ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში.

ბაზრის მონაწილეები:

ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება (N114, 29.12.2006), „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დამტკიცების თაობაზე" არეგულირებს ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარს . ( იხ.დანართი1)

წესები ადგენს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის და ტრანსპორტირების ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს. მათ შორის, საიმედოობის სტანდარტებსა და ბუნებრივი გაზის ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს, ასევე აწესრიგებს ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს, ტრანსპორტირების და განაწილების ლიცენზიანტებსა და პირდაპირ მომხარებელს შორის ურთიერთობებს.

 წესები სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით ახორციელებს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვას, ტრანსპორტირებას, მიწოდებას, განაწილებას ან/და მოხმარებას.

დოკუმენტში მოცემული ნორმები და მის შესაბამისად დადებული ხელშეკრულება ლიცენზიანტების, მიმწოდებლებისა და პირდაპირ მომხმარებლებისთვის წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც ადგენს მათ უფლება-მოვალეობებს.

ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია :

  • ოპერატიულად შეასრულოს მიმწოდბელის მითითება ამა თუ იმ პირისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, მიწოდების შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე .
  • ბუნებრივი გაზის დეფიციტის შემთხვევაში პირველ რიგში,ბუნებრივი გაზით უზრუნველყოს ის პირდაპირი მომხმარებლები, რომლებიც ბუნებრივი გაზის მეშვეობით აწარმოებენ ელექტროენერგიას.

მიმწოდებელი ან ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატი უფლებამოსილია კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით შეწყვიტოს მომსახურება, თუ:

 

  • მომხმარებელი არ ასრულებს კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
  • საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას – ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ;
  • ადგილი აქვს უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევას ან/და გაზის ხელსაწყოების გამოყენება ქმნის ზიანის მიყენების რისკს – ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მიწოდება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.

 

მიმწოდებელი ვალდებულია: 

  • მომსახურება გაუწიოს ყველა სახის მომხმარებელს;
  • მოთხოვნისთანავე გააფორმოს მოხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება და უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება; (ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების შესაბამისად).

განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: 

  • გაუწიოს მომსახურება ნებისმიერ მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს; (ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების შესაბამისად).

დანართი 1