გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 08 აგვისტოს 13:00 საათიდან 08 აგვისტოს 18:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ სიმონეთში მცხოვრებ 122 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება. ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 08 აგვისტოს 18:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე: 16 114