შპს “მამედი” წლების განმავლობაში უკანონოდ ახორციელებდა სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისგან მოხმარებული ბუნებრივი გაზის თვითნებურად, გაზრდილი ტარიფით თანხის მოთხოვნას.
ამასთან არ იხდიდა მოსახლეობისთვის შესყიდული სოციალური გაზის საფასურს და დააგროვა ასი ათასობით ლარის დავალიანება. სწორედ სალიცენზიო პირობების მრავალჯერადი და სისტემატური დარღვევა გახდა სემეკის მიერ 2026 წლის 1 აგვისტოდან შპს “მამედისთვის” განაწილების ლიცენზიის გაუქმების საფუძველი.
შპს “მამედი” აგრძელებს უკანონო ქმედებებს და ახორციელებს სოფელ ყიზილ-აჯლოში ინდივიდუალურად გაზმომარაგების შეწყვეტას.
მოსახლეობისთვის განვმარტავთ, რომ გაზმომარაგების და შესაბამისი მომსახურების გაწევა მათ შორის გაზის გათიშვა/ჩართვა მხოლოდ ლიცენზიანტის, უკვე 2026 წლის 1 აგვისტოდან “სოკარ ჯორჯია გაზის” უფლებამოსილებაა.
შპს “მამედი” მუდმივ რეჟიმში აგრძელებს პროვოკაციებს, მოსახლეობის დაშინებას და შეცდომაში შეყვანას, აგრეთვე ლიცენზიანტს ხელს უშლის უფლებამოსილების განხორციელებაში. გაზის ინფრასტრუქტურაზე თვითნებურად განხორციელებული ფიზიკური ქმედებები კანონმდებლობის დარღვევაა და ქმნის გაზმომარაგების უსაფრთხოების რისკებს.
ყიზილ-აჯლოს მოსახლეობის მიერ შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” ცხელ ხაზზე დაფიქსირებული ზარების და აღნიშნული უკანანო ქმედებების შესახებ უკვე ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს.