აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR), საქართველოს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის სექტორში 2006 წლიდან საქმიანობს.
საქართველოში, კომპანია „SOCAR"-ის აფილირებული კომპანიები გაზის სექტორში შპს „სოკარ ჯორჯია გაზი", სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი" და სს „საქორგგაზი" არიან, შემდგომში ერთობლივად წოდებული - „სოკარ გაზი”-ს ჯგუფი.
"სოკარ გაზი”-ს ჯგუფის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:
"სოკარ გაზი”-ს ჯგუფი დღეისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივი გაზის მომარაგებით 851 ათასზე მეტ აბონენტს უზრუნველყოფს. მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით ემსახურება 37 სერვისცენტრი და 5 ფრონტ ოფისი, ასევე თანამედროვე სატელეფონო მომსახურების ცენტრი - 16 114.
"სოკარ გაზი”-ს ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, მის ჯგუფში გაერთიანებულ კომპანიებში დასაქმებულია 3200-ზე მეტი თანამშრომელი.
შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" „სოკარ ენერჯი ჯორჯია"-ს შვილობილი კომპანიაა.
შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" 2007 წელს შეიქმნა ბუნებრივი გაზის (როგორც საბითუმო, ისე საცალო) ბაზარზე დამკვიდრების მიზნით.
შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" ეწევა გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობას, ამასთან კომპანია ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფს პირდაპირ მომხმარებლებს და მიმწოდებლებს.
შპს "სოკარ ჯორჯია გაზმა" მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირების უმსხვილესი პროექტი განახორციელა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, რაც მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს. გაზიფიკაციის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი 2017 წელს დასრულდა და ბუნებრივი გაზით სარგებლობს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 75%.
შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა" 2008-2018 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში მოახდინა გაზიფიცირება, აშენდა 5364 კმ სიგრძის გაზსადენი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ამ პერიოდში 209 ათასზე მეტ პოტენციურ აბონენტს მიეცა საშუალება ქსელში ჩართულიყო. დღეისათვის, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი", მთელი საქართველოს მასშტაბით, 551 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება.
საქართველოში შპს „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს მიერ, 2018 წლის ჩათვლით განხორციელდა 290 (ორას ოთხმოცდაათი) მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია.
შპს „სოკარ ჯორჯია გაზ"-ის მიერ 2019 წლის ნოემბრამდე ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა 703 მლნ ლარს გადააჭარბა.
2010 წლიდან შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" ფლობს ხარისხის მართვის სერტიფიკატს ISO 9001:2008, 2016 წელს კი კომპანიამ გაიარა რესერტიფიკაცია ახალი სტანდარტით და "სოკარ ჯორჯია გაზი" გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო ხარისხის მართვის სერტიფიკატი ISO 9001:2015.
შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებულია.
2013 წლის მაისში კომპანია სს „იტერა საქართველოს" შეეცვალა საფირმო სახელწოდება და მისი საფირმო სახელწოდება განისაზღვრა სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენ"-ით. სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენ"-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა.
სს "საქორგგაზი" ეწევა გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობას.
სს „საქორგგაზი" მომხმარებლებზე ბუნებრივი გაზის განაწილებას უზრუნველყოფს. ასევე კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას, რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციას, მათ შორის კაპიტალურ და საექსპლუატაციო სამუშაოებს, აღრიცხვის კვანძების მოწესრიგებასა და ახალი უბნების გაზიფიცირებას.
კომპანია სააქციო საზოგადოებად სს „საქორგგაზი" რეგისტრირებულ იქნა 1996 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობას საქართველოს ქალაქებისა და სოფლების გაზიფიცირება წარმოადგენდა. განვლილი პერიოდის განმავლობაში, კომპანიამ ასობით დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება განახორციელა და გაზის მილსადენის სისტემებზე, პირველად საქართველოში, გაზის გამანაწილებელი ავტომატური სადგურები დაამონტაჟა.
2013 წლის დეკემბერში განხორციელდა სს „საქორგგაზი"-ს რეორგანიზაცია, რომლის საფუძველზეც კომპანიას შეერწყა 10 განაწილების ლიცენზიის მქონე (გაზის სადისტრიბუციო) კომპანია. ამჟამად სს „საქორგგაზი" ერთ-ერთი მსხვილი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია საქართველოში. დღეისათვის, კომპანია, მთელი საქართველოს მასშტაბით, 295 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება.
სს „საქორგგაზი" 2014 წლიდან ფლობს ხარისხის სერტიფიკატს ISO 9001:2008, 2017 წელს კი კომპანიამ გაიარა რესერტიფიკაცია ახალი სტანდარტით და მიიღო ხარისხის მართვის სერტიფიკატი ISO 9001:2015.