ახალი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ქსელზე მიერთება
ახალი მომხმარებელი გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადით „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ადგილობრივ სერვის ცენტრებს მიმართავს (განაცხადით მიმართვა შესაძლებელია, ასევე ელექტრონული ფორმით, კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე socargas@socar.ge). გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესებს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების" მე-19 და მე-19¹ მუხლები (იხ. დანართი 1)
გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის დაკმაყოფილება, როგორც მიერთების საფასურის გადახდის პირობით, ასევე ურთიერთშეთანხმებითაა შესაძლებელი.
ახალი მომხმარებლის (დაბალი წნევის (<0,005მპა) ახალი მომხმარებლის) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური ვრცელდება განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მეტრის რადიუსში (გარდა კომისიის მიერ განსაზღვრული არაგაზიფიცირებული ტერიტორიული საზღვრებისა).
არაგაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალს სემეკი გადაწყვეტილებით ამტკიცებს (2018 წლის 30 აგვისტოს №68/16 გადაწყვეტილება) (იხ. დანართი 2), აღნიშნული ჩამონათვალი, ასევე განთავსებულია სემეკის ვებ-გვერდზე.
იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილ მიერთებაზე ვრცელდება მიერთების საფასური:
იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილ მიერთებაზე არ ვრცელდება მიერთების საფასური:
აბონენტად რეგისტრაცია
საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ადგილობრივ სერვის ცენტრებს განაცხადით მიმართოს.
განაცხადში უნდა იყოს მითითებული:
უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემისას, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, პირს უფლება აქვს განაცხადით მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია. განაცხადის განხილვისას განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დარიცხული (არსებული) დავალიანების სრულად დაფარვა მოითხოვოს. ამ პირობების შეუთანხმებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს განმცხადებელს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე უარი განუცხადოს.