აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო კომპანია (SOCAR) ჩართულია და უზრუნველყოფს ნავთობისა და გაზის მოპოვებას, გადამუშავებასა და ტრანსპორტირებას, ასევე ნავთობისა და ნავთობქიმიური პროდუქციის გაყიდვას შიდა და საერთაშორისო ბაზარზე და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს აზერბაიჯანის მოსახლეობასა და საწარმოებს.
ერთობლივი საწარმოები (საქართველოსა და თურქეთის ჩათვლით), კონსორციუმები და მოქმედი კომპანიები, რომლებიც დაარსებულია SOCAR-ის მონაწილეობით, აწარმოებენ ბიზნესს ნავთობ ინდუსტრიის სხვადასხვა დარგებში. SOCAR-ს აქვს წამომადგენლობითი ოფისები საქართველოში, თურქეთში, რუმინეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში და უკრაინაში, ასევე ახორციელებს სავაჭრო საქმიანობას ძირითადად შვეიცარიაში, სინგაპურში და ნიგერიაში.