დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114

ცხელი ხაზი


დარეკეთ ცხელ ხაზზე - 16 114 ან მოგვწერეთ socargas@socar.ge

"სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ცხელი ხაზის ოპერატორები მზად არიან 24/7 საათის განმავლობაში დაგეხმარონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში.

როდის ვრეკავთ ცხელ ხაზზე: 

  • ბუნებრივი გაზის სუნის არსებობისას;
  • ბუნებრივი გაზის გაჟონვისას;
  • გაზგამანაწილებელი მილის დაზიანებისას;
  • ბუნებრივი გაზით გამოწვეული ხანძრისას;
  • გაზის დანადგარების მწყობრიდან გამოსვლისას, "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ტექნიკური ჯგუფის გამოძახების ან კონსულტაციის მიღების მიზნით;
  • მრიცხველის დაზიანებისას, "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ტექნიკური ჯგუფის გამოძახების მიზნით;
  • მრიცხველის შესამოწმებლად, თუ თქვენი მრიცხველი გამართულად აღარ მუშაობს;
  • მრიცხველთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ;
  • ქვითრის მიუღებლობის შემთხვევაში;
  • მიმდინარე თვის დავალიანების გაგების მიზნით;
  • თქვენს მისამართზე გაზმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით;
  • თქვენს მისამართზე გეგმიური სამუშაოების დასრულებისა და გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით;
  • გადაუხდელობის გამო ან სხვა გარემოებებით შეწყვეტილი გაზმომარაგების აღდგენის ვადების გაგების მიზნით;
  • გაზმომარაგების ქსელში ჩართვის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს თანამშრომლის უფლებაგადაჭარბების ან სხვა ნებისმიერი გადაცდომის შესახებ;
  • "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით.