შენობაში „გაზის" სუნის შეგრძნებისას:
1. იმ შემთხვევაში თუ გაზის სუნს სახლში შესვლამდე (კარის გაღებამდე) იგრძნობთ:
2. იმ შემთხვევაში თუ იმყოფებით ოთახში და იგრძენით გაზის სუნი:
ბუნებრივი გაზის წვისათვის საჭიროა ჟანგბადი. წვის საბოლოო პროდუქტია ნახშირორჟანგი (CO2) და წყალი (H2O). ბუნებრივი გაზი უნდა იწვოდეს ცისფერი ალით. ჟანგბადის ნაკლებობის შემთხვევაში ალი წითელია, რაც იმის მანიშნებელია რომ მიმდინარეობს არასრული წვის პროცესი, რის შედეგადაც გამოიყოფა მომწამვლელი აირი ნახშირჟანგი (CO).
დაუშვებელია გაზის დანადგარების თვითნებური მონტაჟი! სამონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს კვალიფიციური პირის მიერ მომზადებული პროექტის შესაბამისად და აღნიშნულის თაობაზე წინასწარ უნდა ეცნობოს შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ადგილობრივ სერვის-ცენტრს.
გაზის დანადგარები (ცენტრალური ქვაბი, წყლის გამაცხელებელი, გამათბობელი და ა.შ.) სასურველია იყოს დახურული წვის კამერით, რაც გულისხმობს ჟანგბადის მიწოდებას შენობის გარედან და ნახშირორჟანგის გამოყოფას შენობის გარეთ. არ შეიძლება ღია წვის კამერით მოქმედი დანადგარების (წყლის გამაცხელებელი, გამათბობელი და ა.შ.) დამონტაჟება ისეთ კორპუსებში სადაც სამშენებლო პროექტით არა არის გათვალისწინებული საკვამლე არხები, ამასთან ღია წვის კამერიანი გაზ დანადგარების დამონტაჟებისას სავალდებულოა საკვამლე მილი მოეწყოს ქვეყანაში მოქმედი უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად. გაზის წვისას, ჟანგბადის ნაკლებობის შემთხვევაში ალი წითელია, რაც იმის მანიშნებელია რომ მიმდინარეობს არასრული წვის პროცესი, რის შედეგადაც გამოიყოფა მომწამვლელი აირი ნახშირჟანგი (CO), რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს დანადგარის გაუმართაობით ასეთ შემთხვევაში საჭიროა თქვენი გაზის დანადგარის დათვალიერება-შემოწმება კვალიფიციური პირის მიერ. გაზ დანადგარის მონტაჟის დროს აუცილებელია გათვალისწინებული იქნას მისი ტექნიკური, საპასპორტო მონაცემები.
რა არის ბუნებრივი გაზი?
ბუნებრივი გაზი მაღალხარისხიანი უნივერსალური, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური სახის საწვავია, იგი ასევე მოსახერხებელი ენერგომატარებელი და საუკეთესო ტექნოლოგიური ნედლეულია. ამიტომ გაზი ფართოდ გამოიყენება ადამიანის მიერ, საწარმოო საქმიანობის მრავალ-სფეროში.
ბუნებრივ გაზს სუნი არ აქვს, ამიტომ, გაჟონვის იოლად გამოვლენის მიზნით მას შერეული აქვს მძაფრი, სპეციფიური სუნის მქონე ნივთიერება ეთილმერკაპტანი.
ბუნებრივი გაზის წვისათვის საჭიროა ჟანგბადი. წვის საბოლოო პროდუქტია ნახშირორჟანგი (CO2) და წყალი (H2O). გაზი უნდა იწვოდეს ცისფერი ალით.
ბუნებრივი გაზით მოწამვლის სიმპტომები:
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აღენიშნება მოწამვლის სიმპტომები, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო-სამედიცინო სამსახური - 112, თუ არის ეჭვი, რომ ეს მოწამვლა გამოწვეულია ბუნებრივი აირის არასრული წვის შედეგით (CO) ასევე, დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს საავარიო-საექსპლუატაციო სამსახურში -114 ან ცხელ ხაზზე - 16114. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე, აუცილებელია დაზარალებულის მოწამვლის ტერიტორიიდან სუფთა ჰაერზე გაყვანა.