წესები და პროცედურები:
„სოკარ ჯორჯია გაზ"-ში "საქორგგაზ"-ში მასალების შესყიდვა ხდება საერთაშორისო სტანდარტების ხარისხის დაცვით. ყველა შესყიდულ საქონელს უნდა გააჩნდეს საკუთარი სერტიფიკატი.
შესყიდვების სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების გადამოწმება ხდება ISO (სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია)-ს მხრიდან.
ხარისხის მართვის სერტიფიკატი:
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" "საქორგგაზი" ხარისხის მართვის სერტიფიკატს ISO 9001:2008 2010 წლიდან ფლობს, 2016 წელს კი კომპანიამ გაიარა რესერტიფიკაცია ახალი სტანდარტით და "სოკარ ჯორჯია გაზი" გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო ხარისხის მართვის სერტიფიკატი ISO 9001:2015.
ხარისხის მართვის სერთიფიკატის დანერგვა, კომპანიას ავალდებულებს იყოს ორიენტირებული მის მუდმივ დახვეწასა და გაუმჯობესებაზე. ასევე, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და ხარისხის მუდმივ მონიტორინგზე.
საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაცია (ISO) მსოფლიოში უმსხვილესი საერთაშორისო სტანდარტების გამცემი ორგანიზაციაა. ISO-ს ქსელი გავრცელებულია მსოფლიოს 162 ქვეყანაში, რომლებიც კოორდინირებულნი არიან ჟენევაში მდებარე ცენტრალურ სააგენტოსთან.