სახელმწიფო ორგანოები:
ბუნებრივი გაზის ბაზარი რეგულირდება საქართველოს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონით და ყველა დაინტერესებული ორგანოების პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს.
კანონი უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად, ასევე აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას და ურთიერთობებს ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში.
ბაზრის მონაწილეები:
ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება (N114, 29.12.2006), „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დამტკიცების თაობაზე" არეგულირებს ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარს. (იხ.დანართი1)
წესები ადგენს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვისა და ტრანსპორტირების ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს. მათ შორის, საიმედოობის სტანდარტებსა და ბუნებრივი გაზის ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს, ასევე აწესრიგებს ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიანტებსა და პირდაპირ მომხარებელს შორის ურთიერთობებს.
წესები სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით ახორციელებს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვას, ტრანსპორტირებას, მიწოდებას, განაწილებას ან/და მოხმარებას.
დოკუმენტში მოცემული ნორმები და მის შესაბამისად დადებული ხელშეკრულება ლიცენზიანტების, მიმწოდებლებისა და პირდაპირ მომხმარებლებისთვის წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც ადგენს მათ უფლება-მოვალეობებს.
ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია :
მიმწოდებელი ან ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატი უფლებამოსილია კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით შეწყვიტოს მომსახურება, თუ:
მიმწოდებელი ვალდებულია:
განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: