დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება

გადახდის სახეები

აბონენტებს მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების გადახდა შეუძლიათ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ვებ-პორტალზე www.mygas.ge. გადახდა შესაძლებელია როგორც ავტორიზებული, ასევე არაავტორიზებული მომხმარებლებისთვის.

მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების გადახდა, ასევე ხორციელდება ბანკებში და სწრაფი გადახდის აპარატებით, ინტერნეტბანკინგითა და ონლაინ გადახდის საშუალებით. 

„სოკარ ჯორჯია გაზი"-ს სერვის ცენტრებსა და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი"- ს ავტოგასამართ სადგურებში არსებული სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით, მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების გადახდა შესაძლებელია საკომისიო გადასახადის გარეშე.

იხილეთ დანართი

სხვა კომერციულ ბანკებში და ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებით ანგარიშსწორებისას, შესაძლოა, საკომისიო გადასახადიც გადაიხადოთ, რომელსაც ბანკები და გადახდის აპარატების ოპერატორი კომპანიები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.