დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114
Cinelli
Cinelli
Cinelli

ახალი ამბები

MYGAS.GE

www.mygas.ge - ინოვაციური ვებ პორტალი, რომელიც დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას. გადაიხადეთ მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადი სახლიდან გაუსვლელად, აკონტროლეთ ხარჯები, ისარგებლეთ პირადი ბარათითა და გაეცანით თქვენი აბონენტის ისტორიას "სოკარ ჯორჯია გაზში", მიიღეთ ინფორმაცია მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის, მიწოდების წერტილების, დავალიანებისა და მოქმედი ტარიფების შესახებ.

დეტალურად

კომპანიის ისტორია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) საქართველოს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის სექტორში 2006 წლიდან საქმიანობს. საქართველოში, კომპანია „SOCAR"-ის აფილირებული კომპანიები გაზის სექტორში შპს „სოკარ ჯორჯია გაზი", სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი" და სს „საქორგგაზი" არიან, შემდგომში ერთობლივად წოდწებული - „სოკარ გაზი”-ს ჯგუფი.

დეტალურად
  • FAQ

    როგორ გავხდე კომპანიის აბონენტი?

    ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადით "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ადგილობრივ სერვის ცენტრებს მიმართავს. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესებს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების" მე-19 და მე-191 მუხლები.

    როგორ ხდება მომხმარებელზე მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა?

    საფასურის დარიცხვა ხორციელდება ყოველთვიურად, ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. აბონენტმა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური ქვითარში მითითებულ ვადაში უნდა გადაიხადოს.

    თუ გადახდის ვადის ბოლო დღე შაბათ-კვირას ან დღესასწაულს ემთხვევა, გაზის საფასურის დაფარვა მომდევნო სამუშაო დღეს განხორციელდება.

დეტალურად
  • კარიერა

    "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს სამუშაო გარემო გამოირჩევა მაღალი დონის კორპორაციული კულტურით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.

    "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ჯგუფში შემავალ კომპანიებში დასაქმებული თითოეული თანამშრომელი, რადგან ეს ადამიანები განაპირობებენ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს განვითარებას და წარმატებულ მომავალს.

    მაღალი პროფესიონალიზმი, გუნდური მუშაობა და საერთო ღირებულებები - ეს "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს თითოეული თანამშრომლის მთავარ ფასეულობას წარმოადგენს.

    ჩვენი გუნდი ორიენტირებული და მოტივირებულია წარმატებებზე - ჩვენ ერთად ვმუშაობთ საერთო მიზნების მისაღწევად.

    "სოკარ ჯორჯია გაზ"-ში დასაქმების შემთხვევაში თქვენ ხდებით საქართველოში ერთერთი წარმატებული ჯგუფის თანამშრომელი, სადაც გელოდებათ სტაბილური სამუშაო, მეგობრული გარემო და ჯანსაღი კონკურენცია.

დეტალურად
  • უსაფრთხოების წესები

    შენობაში „გაზის" სუნის შეგრძნებისას:

    • უპირველეს ყოვლისა დაკეტეთ გაზის ონკანი, გააღეთ ფანჯარა და გაანიავეთ შენობა
    • არ ჩართოთ ან გამორთოთ ელექტრო დანადგარები (ნათურა,სადენიანი ტელეფონი ა.შ) ამან შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება.
    • სასწრაფოდ დატოვეთ შენობა და დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს საავარიო-საექსპლუატაციო სასახურში -114 ან ცხელ ხაზზე - 16114.

    ბუნებრივი აირის წვისათვის საჭიროა ჟანგბადი.წვის საბოლოო პროდუქტია ნახშირორჟანგი COշ და წყალი. გაზი უნდა იწვოდეს ცისფერი ალით.ჟანგბადის ნაკლებობის შემთხვევაში ალი წითელია, რაც იმის მანიშნებელია რომ მიმდინარეობს არასრული წვა, რის შედეგადაც გამოიყოფა მომწამვლელი აირი ნახშირჟანგიCO.

დეტალურად
  • შესყიდვები

    „სოკარ ჯორჯია გაზ"-ში მასალების შესყიდვა ხდება საერთაშორისო სტანდარტების ხარისხის დაცვით. ყველა შესყიდულ საქონელს უნდა გააჩნდეს საკუთარი სერტიფიკატი. შესყიდვების სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების გადამოწმება  ხდება ISO ( სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ) - ის მხრიდან.

     კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი"- ხარისხის მართვის სერტიფიკატს ISO 9001:2008 2010 წლიდან ფლობს.
    ხარისხის მართვის სერთიფიკატის დანერგვა კომპანიას ავალდებულებს იყოს ორიენტირებული მის მუდმივ დახვეწასა და გაუმჯობესებაზე. ასევე, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და ხარისხის მუდმივ მონიტორინგზე. 

დეტალურად
  • გაზის ბაზარი

    ბუნებრივი გაზის ბაზარი რეგულირდება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონით და ყველა დაინტერესებული ორგანოების პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს.
    კანონი უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად, ასევე აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას და ურთიერთობებს ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში. 

დეტალურად