ონლაინ ჩათი
"სოკარ ჯორჯია გაზი" / "საქორგგაზი"მომხმარებლებს "ონლაინ კონსულტაციას" სთავაზობს. ჩვენს ვებ-გვერდსა და ვებ-პორტალზე განთავსებული ონლაინ ჩათი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
მომხმარებელს საშუალება ეძლევა 24/7 საათის განმავლობაში, "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს/"საქორგგაზი"-ს ცხელი ხაზის ოპერატორისაგან მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში.
"სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ახალი მომსახურება- "ონლაინ კონსულტაცია" არის მარტივი და კომფორტული საშუალება, იმისათვის, რომ მომხმარებლებმა მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს სერვისებზე, მათი მოხმარების წესებსა და ჯგუფთან დაკავშირებულ ნებისმიერ სიახლეზე.