ქსელზე მიერთება
ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადით „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ადგილობრივ სერვის ცენტრებს მიმართავს და განაცხადშივე მიუთითებს მისთვის გადახდის სასურველ ფორმას - ერთიანად გადახდას ან განწილვადებას.
იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილ მიერთებაზე ვრცელდება სემეკის მიერ დადგენილი მიერთების საფასური (რაც გულისხმობს, გაზიფიცირებულ დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მ რადიუსში განხორციელებულ სამუშაოებს), დაბალ წნევაზე ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის (0-6 მ³/სთ სიმძლავრეზე) მიერთების საფასური 400 ლარს შეადგენს, ხოლო თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და ფოთში - 800 ლარს. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე მიერთების საფასური 17 თვეზე განწილვადდება. საფასურის განწილვადების შემთხვევაში, მიერთების საფასური განისაზღვრება არსებულ მიერთების საფასურზე თვითმმართველ ქალაქებში 50 ლარის დამატებით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში 25 ლარის დამატებით.
მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია განაცხადის წარდგენამდე მიერთების საფასურის 50% გადაიხადოს "სოკარ ჯორჯია გაზის"/"საქორგგაზის" ანგარიშის ნომერზე ("სოკარ ჯორჯია გაზის" ანგარიშის ნომერი - GE63BG0000000162448486; "საქორგგაზის" ანგარიშის ნომერი -GE16BG0000000967107400), ხოლო დარჩენილი მიერთების საფასური გაზმომარაგების დაწყებიდან 10 სამუშაო დღეში სრულად უნდა დაიფაროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განაცხადით მოთხოვნილია საფასურის განწილვადება. საფასურის განწილვადებით გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, 17 თვეზე თანაბარწილად. მათ შორის პირველი გადასახადი – განაცხადის წარდგენამდე ("სოკარ ჯორჯია გაზის" ანგარიშის ნომერი - GE63BG0000000162448486; "საქორგგაზის" ანგარიშის ნომერი - GE16BG0000000967107400), ხოლო დარჩენილი თანხა – ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდან 16 თვის განმავლობაში - თვითმმართველ ქალაქებში 50 ლარი ყოველთვიურად, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში 25 ლარი ყოველთვიურად.
თუ, განაწილების ლიცენზიანტი ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებას დადგენილ ვადებში ვრ უზრუნველყოფს, მიერთების საფასური განახევრდება.
იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილ მიერთებაზე არ ვრცელდება მიერთების საფასური, ქსელზე მიერთება მომხმარებლისა და განაწილების ლიცენზიანტის ურთიერთშეთანხმებით ხორციელდება.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს - "როგორ გავხდე აბონენტი" http://socargas.ge/ge/how-to-become-a-customer