დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება

სასარგებლო ინფორმაცია

სოკარ ჯორჯია გაზი"-ს სამუშაო გარემო გამოირჩევა მაღალი დონის კორპორაციული კულტურით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.

"სოკარ ჯორჯია გაზი"-ს მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ჯგუფში შემავალ კომპანიებში დასაქმებული თითოეული თანამშრომელი, რადგან ეს ადამიანები განაპირობებენ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს განვითარებას და წარმატებულ მომავალს.

მაღალი პროფესიონალიზმი, გუნდური მუშაობა და საერთო ღირებულებები - ეს "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს თითოეული თანამშრომლის მთავარ ფასეულობას წარმოადგენს.

ჩვენი გუნდი ორიენტირებული და მოტივირებულია წარმატებებზე - ჩვენ ერთად ვმუშაობთ საერთო მიზნების მისაღწევად.

"სოკარ ჯორჯია გაზ"-ში დასაქმების შემთხვევაში თქვენ ხდებით საქართველოში ერთერთი წარმატებული ჯგუფის თანამშრომელი, სადაც გელოდებათ სტაბილური სამუშაო, მეგობრული გარემო და ჯანსაღი კონკურენცია.

პერსონალის შერჩევა და შერჩევის ეტაპები:

"სოკარ ჯორჯია გაზი" მუდმივად იღებს პოტენციური თანამშრომლების რეზიუმეებს, რომლებიც ინახება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ან/და პერსონალის მართვის სამსახურში, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში კანდიდატის შერჩევა საინფორმაციო ბაზიდან მოხდება.

დასაქმების მსურველებს ანკეტის შევსება და გამოგზავნა შეუძლიათ მაშინაც, როდესაც ვაკანსია არ არის გამოცხადებული. მისაღები კანდიდატების შერჩევის წესი სამიმნიშვნელოვანი ეტაპისგან შედგება, რომელსაც პერსონალის მართვის სამსახური უზრუნველყოფს:

I ეტაპი- ვაკანსიაზე შემოსული აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე ხდება კანდიდატებთან ტესტირების ან პირველადი ინტერვიუს დანიშვნა.

I I ეტაპი- აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება კანდიდატის ტესტირება მისი კომპეტენტურობისა და პროფესიული უნარ–ჩვევების შემოწმების მიზნით. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი გასაუბრება კომპანიის დირექტორთან.

I I I ეტაპი- გასაუბრება კომპანია"სოკარ ჯორჯია სექიურითის" დირექტორთან. მისი დადებითი წერილობითი პასუხის საფუძველზე იწყება ახალი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება.