დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება

სასარგებლო ინფორმაცია

 

შენობაში „გაზის" სუნის შეგრძნებისას:
  • უპირველეს ყოვლისა დაკეტეთ გაზის ონკანი, გააღეთ ფანჯარა და გაანიავეთ შენობა
  • არ ჩართოთ ან გამორთოთ ელექტრო დანადგარები (ნათურა,სადენიანი ტელეფონი ა.შ) ამან შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება.
  • სასწრაფოდ დატოვეთ შენობა და დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს საავარიო-საექსპლუატაციო სასახურში -114 ან ცხელ ხაზზე - 16114.
 ბუნებრივი აირის წვისათვის საჭიროა ჟანგბადი.წვის საბოლოო პროდუქტია ნახშირორჟანგი COշ და წყალი. გაზი უნდა იწვოდეს ცისფერი ალით.ჟანგბადის ნაკლებობის შემთხვევაში ალი წითელია, რაც იმის მანიშნებელია რომ მიმდინარეობს არასრული წვა, რის შედეგადაც გამოიყოფა მომწამვლელი აირი ნახშირჟანგიCO.
 გაზის დანადგარები (ცენტრალური ქვაბი, წყლის გამაცხელებელი, გამათბობელიდა ა.შ) უნდა იყოს დახურული წვის კამერით, რაც გულისხმობს ჟანგბადის მიწოდებას შენობის გარედან და ნახშირორჟანგის გამოყოფას შენობის გარეთ. არ შეიძლება ღია წვის კამერით მოქმედი დანადგარების (წყლის გამაცხელებელი,გამათბობელი და ა.შ) დამონტაჟება ისეთ ბინებში სადაც წნევათა სხვაობის (ორპირი ქარი) საშიშროება არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალდებულოა გამწოვი მილი ცდებოდეს შენობის სახურავს არანაკლებ 0.5 მ-ით.
 დაუშვებელია მომხმარებლის მიერ დამატებითი გაზის დანადგარების ექსპლუატაციაში შეყვანა, გაზის განაწილების ლიცენზიანტთან შეთანხმების გარეშე.
გახსოვდეთ!
  • თუ ფლობთ გაჟონვის ადგილის შესახებ ინფორმაციას, აცნობეთ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზს - 16 114.
  • იმ შემთხვევაში, თუ გაჟონვა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის,დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო-სამედიცინო სამსახური- 112. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე, აუცილებელია დაზარალებული მოწამვლის ტერიტორიიდან სუფთა ჰაერზე გაიყვანოთ, გადაკეტოთ გაზი და გაანიავოთ დახურული სივრცე, სადაც გაზის გაჟონვა დაფიქსირდა.
  • გაზის მოულოდნელი შეწყვეტის დროს, გაზის მოწყობილობებზე სასწრაფოდ დაკეტეთ ონკანები და დაუყოვნებლივ აცნობეთ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს საავარიო-საექსპლუატაციო სამსახურს - 114.
  • ხანგრძლივი დროით საცხოვრებელი ადგილის დატოვების შემთხვევაში ადგილობრივ სერვისცენტრს მიმართეთ, რათა მოხდეს გაზის დროებითი გამორთვა-დახშობა შესაბამისი აქტის გაფორმებით. საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებისთანავე კი, გაზის ჩასართავად გამოიძახეთ შპს „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს საავარიო-საექსპლუატაციო სამსახურის ბრიგადა.
გაზის მიწოდების აღდგენის შემდეგ მომხმარებელმა უნდა შეასრულოს შემდეგი:
   გახსნას გაზქურის ონკანი, აანთოს გაზქურა და დაელოდოს, რომ ალმა წვა დაიწყოს სრულყოფილად.

ბავშვები და უსაფრთხოება
 
მომხმარებელთა საყურადღებოდ! თუ თქვენ გყავთ პატარა ბავშვები სახლში, მკაცრად დაიცავით გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესები:
  • თუ საცხოვრებელ სახლში (ბინაში) იგრძენით გაზის სუნი, უსაფრთხოების მიზნით დაუყოვნებლივ დატოვეთ ტერიტორია.
  • შეინახეთ თვალსაჩინო ადგილას "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს საავარიო სამსახურის ცხელი ხაზის ნომერი - 16 114, ასევე სასწრაფო და სახანძრო სამსახურის - 112, რათა გაჟონვის შემთხვევაში ოჯახის სხვა წევრებმა დროულად მოახდინონ რეაგირება.
  • ხშირად შეამოწმეთ გაზის გამათბობელის ან გამაცხელებელის ჩამრთველები.
  • ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ჩართულ მდგომარეობაში გაზის დანადგარებს.
  • თუ სახლში ჩართულია გაზქურა ან გამაცხელებელი, არ დატოვოთ ბავშვები მარტო ოთახში.
  • მოშორებით დაალაგეთ ადვილად აალებადი საყოფაცხოვრებო ნივთები (ბალიშები, პირსახოცები, და ა.შ.), რომლებიც შესაძლოა გაზის დანადგარებთან ახლოს ბავშვებმა თამაშის დროს გამოიყენონ.
  • ასანთი ან ნაპერწკლის გამომწვევი ნივთები დაალაგეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

     

 

 

მილსადენის უსაფრთხოება :

 

გაზით მოწამვლა:

რა არის ბუნებრივი გაზი?

"ბუნებრივი გაზი" ან „გაზი" -ნახშირწყალბადები, რომლებიც 1,2 მპა წნევასა და 20°C  ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაშია და რომელთა თბური შემცველობაა არანაკლებ 31,8 მჯ/მ³ (7600კკალ/მ³).

ბუნებრივი გაზი არის მაღალხარისხოვანი, უნივერსალური, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური სახის საწვავი, ასევე მოსახერხებელი ენერგომატარებელი და საუკეთესო ტექნოლოგიური ნედლეული. ამიტომ გაზი ფართოდ გამოიყენება ადამიანის საწარმოო საქმიანობის ყველა სფეროში.

ბუნებრივი გაზის შემადგენლობაში ძირითადად შედის: მეთანი (CH4) , ეთანი (C2H6), პროპანი(C3H8), ბუტანი(C4H10), წყალბადი (H2), გოგირდწყალბადი (H2S), ნახშიროჟანგი (CO2), აზოტი (N2) და ცელიუმი (HE).

ბუნებრივი გაზის სუნის ინტენსივობა - გაზს სუნი არ აქვს, ამიტომ, ბუნებრივ აირთან გაჟონვის გამოვლენის მიზნით შერეულია ნივთირება -ოდორანტი, რომელიც  სტანდარტებიდან გამომდინარე  ყოველ 1000 მ³ გაზს 16 გრამის ოდენობით ემატება.

გარემოზე ზემოქმედება:

გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასა და მისი ლიკვიდაციაში ბუნებრივი გაზის ფართო მოხმარებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. კერძოდ, გაზის წვა ჭვარტლისა და გამონაბოლქვის ნაცრის გარეშე ხელს უწყობს ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების საჰაერო აუზის გასუფთავებას, რაც თავის მხრივ, სასიკეთოდ მოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ასევე აიაფებს ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების შენახვის ხარჯზე.

საწვავი გაზის საშიში და მავნე თვისებებია:

 

  • გაზისა და ჰაერის ნარევის ფეთქებადსაშიშროება;
  • ხანძარსაშიშროება;
  • გაზის (არ არის დამახასიათებელი ბუნებრივი გაზისთვის) და მისი არასრული წვის პროდუქტების (ყველაზე საშიში ნივთიერების - ნახშირჟანგის CO) ტოკსიკურობა.

 

ბუნებრივი გაზით მოწამვლის სიმპტომები:

გაზით მოწამვლა შესაძლოა მძიმე ან მსუბუქი იყოს. მსუბუქი მოწამვლისას ადამიანი უჩივის თავის ძლიერ ტკივილს, ტკივილს შუბლის, საფეთქლების მიდამოში, ყურებში შუილს, თავბრუს, სისუსტეს, გულისცემის გახშირებას, გულის რევასა და პირღებინებას. ადამიანი გონზეა, მაგრამ თითქოს გაბრუებულია. მძიმე მოწამვლისას შესაძლოა განვითარდეს მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, სახეზე გაჩნდეს ვარდისფერი ან ლურჯი ლაქები - ამ დროს გუგები მკვეთრად გაფართოებულია, ირღვევა სუნთქვა, მომატებულია სხეულის ტემპერატურა, რაც ტვინის შეშუპების მანიშნებელია.