„სოკარ ჯორჯია გაზის“ ქართლის რეგიონული დირექტორი გოჩა შანიძე სამთავროს დედათა მონასტერს ესტუმრა.
„სოკარ ჯორჯია გაზი“ 2013 წლიდან დღემდე ახორციელებს გაზიფიცირებული ეკლესია-მონასტრების, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის ანაზღაურებას. ამის შესახებ განზრახულობათა ოქმი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 2013 წელს გაფორმდა.