დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114

ახალი ამბები

2021 წლის 23 ივლისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში ახლადაშენებული გაზსადენი დაათვალიერა.

დაბა მანგლისი აქამდე არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული. საკურორტო დასახლების ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში ჩართვის მასშტაბური სამუშაოები, საქართველოს მთავრობის 2019 – 2021 წლების გაზიფიცირების სამოქმედო გეგმის საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით კომპანია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ განახორციელა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაბა მანგლისში მცხოვრებ 1,558 აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. პროექტის ღირებულებამ 11 მილიონ 163 418 ლარი შეადგინა.

მინისტრთან ერთად გაზიფიცირების შედეგებს გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი მიხეილ შალამბერიძე, კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მაირ მამმედოვი და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორი აზერ მამმადოვი.

ნათია თურნავა ლალი კუბათაშვილის სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა, სადაც გაზიფიცირების პროექტის დასრულება სიმბოლურად გაზქურის ანთებით აღნიშნა.

23 ივლისი, 2021