დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114

ახალი ამბები

შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” განცხადება 1 მარტიდან კომერციული აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის შესახებ.


2019 წლის 1 მარტიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე იქნება 95 თეთრი დღგ-ს ჩათვლით.

ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ტარიფის ცვლილება მოსახლეობაზე არ აისახება და ის მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ მომხმარებლებზე გავრცელდება! ასევე, ტარიფი არ შეეცვლებათ პურის საცხობებს.

ფასის კორექტირება გამოწვეულია ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით.

ახალი ტარიფი ძალაში შევა ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ 1 მარტიდან.

შპს “სოკრა ჯორჯია გაზი” წლების განმავლობაში ახორციელებს  ბუნებრივი  გაზის  მიწოდებისა  და  განაწილების საქმიანობას  საქართველოს  მასშტაბით.  დღემდე  კომპანიის  მიერ  რეგიონების   გაზიფიცირებისა  და  გაზმომარაგების  ინფრასტრუქტურის განვითარების  მიზნით  ინვესტირებულია  300 მლნ აშშ  დოლარზე  მეტი,  რის შედეგადაც    დამატებით  ასეულობით   ათას ოჯახსა  და კომერციულ ობიექტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლობლობა მიეცათ.

24 იანვარი, 2019