16 ივლისს კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს დირექტორის პირველმა მოადგილემ, ბ-ნ. ანტონ სამსონიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -ს საზოგადოებრივი გეოგრაფიის სტუდენტებს უმასპინძლა და წარმოუდგინა პრეზენტაცია კომპანიის საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებისა და განვითარების გეგმების შესახებ.
თემა სტუდენტებისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, რის გამოც პრეზენტაცია აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.