აღმოსავლეთ-დასავლეთ (ბაქო-სუფსა) ენერგეტიკული დერეფნის 20 წლის იუბილის აღსაღნიშნავად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს არტურ რასიზადეს, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარის" პრეზიდენტს როვნაგ აბდულაევს, აზერბაიჯანის მთავრობის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსსა და კომპანია "ბი-პის" წარმომადგენლებს მასპინძლობდნენ.
20 წლის წინ, 1996 წლის 8 მარტს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა - ჰეიდარ ალიევმა და საქართველოს პრეზიდენტმა - ედუარდ შევარდნაძემხელი მოაწერესბაქო-სუფსას დერეფნის მშენებლობისშეთანხმებას, რომელმაც ხელი შეუწყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას.
დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის მშენებლობა, საერთაშორიოსონავთობ-კონსორციუმის მიერ, საქართველოშიგანხორციელებული პირველი ინვესტიციაა, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ბაქო-სუფსას ნავთობსადენისსახელითაა ცნობილი.
ნავთობსადენს წელიწადში 7 მილიონი ტონა და დღეში 140 ათასი ბარელი ნავთობის გატარება შეუძლია. მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია. მისი საშუალებით აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოდან მოპოვებული ნავთობის დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სუფსას ტერმინალში ტრანსპორტირება ხორციელდება.