დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114

ახალი ამბები

2021 წლის 1 დეკემბრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15 (ერთი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.

ფასის კორექტირების აუცილებლობა  მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდით  და ენერგომატარებლების მსოფლიო ფასის ცვლილებით არის განპირობებული. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, პანდემიის პირობებში, ბუნებრივი გაზის ფასი კომპანიის მიერ უცვლელად იყო შენარჩუნებული, მაგრამ ეს არ ასახავდა საქართველოს საბაზრო ფასის რეალობას. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეცვალა კომერციული ტარიფი და საქართველოში არსებულ საბაზრო ფასთან შესაბამისი გაგვეხადა.

ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის.

ასევე უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს მარეგულირებელი კომისიის მიერ არის დადგენილი 2023 წლამდე.

01 ნოემბერი, 2021