დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114

ახალი ამბები

 შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ და კომპანია „ერმი“ კახეთის რეგიონში ერთობლივ პროექტს ახორციელებენ.

პროექტის ფარგლებში, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ლაგოდეხის რაიონის გამგებელმა კახა ჯამბურიამ, გურჯაანის რაიონის გამგებელმა გივი გერგიძე, „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს დირექტორმა აზერ მამმადოვმა და კომპანია „ერმი“-ს დირექტორმა სერგი ბახტაძემ მოინახულეს მრავალშვილიანი ოჯახები სოფელ კარდენახში და სოფელ კაბალში, რომელთაც საჩუქრად ოთახის გამათბობლები გადასცეს.

პროექტის მოიცავს კახეთის რეგიონს, აქ მხოლოდ „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით და 24 თვიანი უპროცენტო განვადებით შეიძინონ მაღალი ხარისხის ოთახის გამათბობლები, წყლის გამაცხელებლები და გაზქურები.

აღნიშნული პროდუქციის შესაძენად საკმარისია პირადობის დამადასტურებელი საბუთი, შეძენილი პროდუქციის მონტაჟი კი მოხდება უფასოდ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ,,სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ ხაზზე 16 114 ან კომპანია „ერმი“-ს ოფოციალურ ვებ-გვერდზე  http://www.ermi.ge.

15 თებერვალი, 2017