7 აგვისტოს, „სოკარის“ ბათუმის ფილიალში გაიმართა სამუშაო შეხვედრა „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელ პირებსა და „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს - მაჰირ მამმედოვს შორის.
შეხვედრაზე „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარა-გურია-სამეგრელოს რეგიონის დირექტორმა ისაუბრა კომპანიის მიერ 2021-2024 წლებში განხორციელებული ინვესტიციების, შესრულებული სამუშაოების, ძირითადი ფინანსური პარამეტრებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ.
სამუშაო შეხვედრის დროს, შედგა დისკუსია მიმდინარე გამოწვევებისა და მათი ეფექტურად გადაჭრის გზებზე.