დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება

ახალი ამბები

აზერბაიჯანულმა კომპანია "სოკარმა"მიაღწია შეთანხმებას სამხრეთ კავკასიისა და "შაჰ დენიზის" კონსორციუმებთან, ზამთრის პერიოდში საქართველოში ბუნებრივი გაზის მიწოდების გაზრდის შესახებ.„მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხოლოდ ზამთრის პერიოდში საქართველოში გაზის მიწოდება 50 მლნ კუბური მეტრით გაიზრდება. ქართული მხარის მიმართვის მხარდაჭერა კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობისა და წარმოადგენს უდაო საფუძველს მომავალში ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის გამყარებასა და განვითარებისთვის", - ნათქვამია "სოკარის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ბმული : http://www.trend.az/business/energy/2487386.html

01 თებერვალი, 2016