სემეკის მიერ დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში" აღრიცხვის ახალ სტანდარტთან დაკავშირებით შესული ცვლილებების გამო, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლებთან მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან თვითმართველ ქალაქებში მრავალბინიანი სახლების გაზიფიცირებისას ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟებას, კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ იტალიის მასშტაბით არსებულ ევროპული სტანდარტის აღრიცხვის სისტემასა და მის პროგრამულ უზრუნველყოფას.
ვიზიტის ფარგლებში "სოკარ ჯორჯია გაზისა" და "საქორგგაზის" წარმომადგენლებმა მოინახულეს "პიეტრო ფიორენტინის" ბუნებრივი გაზის წნევის მარეგულირებელი ხელსაწყოების (რეგულატორების) ქარხანა, ასევე მოხდა ტექნიკური პერსონალისთვის სწავლება - კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
აღნიშნული კომპანია ბუნებრივი გაზის წნევის მარეგულირებლებს იყენებს თავის გაზგამანაწილებელ სისტემაში, რაც უზრუნველყოფს ლიცენზიით დაკისრებულ ვალდებულებას - ბუნებრივი გაზის უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის.