დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114

ახალი ამბები

2024 წლის 1 იანვრიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,29 (ერთი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.
გაზის ფასი უცვლელი დარჩება იმ პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის, რომლებზეც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №716 დადგენილების საფუძველზე ვრცელდებოდა ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა.
ასევე უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.

01 დეკემბერი, 2023