დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება

ახალი ამბები

პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით ლაგოდეხის რაიონის გამგებელმა კახა ჯამბურიამ, დედოფლისწყაროს რაიონის გამგებელმა ნიკა ჯანიაშვილი, „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს კახეთის რეგიონის დირექტორმა მიხეილ სამხარაულმა და კომპანია „ერმი"-ს დირექტორმა სერგი ბახტაძემ მოინახულეს მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც საჩუქრად ოთახის გამათბობლები გადასცეს.

პროექტის ფარგლებში, მხოლოდ „სოკარ ჯორჯია გაზის" კახეთის რეგიონის აბონენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით და 24 თვიანი უპროცენტო განვადებით შეიძინონ მაღალი ხარისხის ოთახის გამათბობლები, წყლის გამაცხელებლები და გაზქურები. 
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეძენილი პროდუქციის მონტაჟი მოხდება უფასოდ, პროდუქციის შესაძენად კი საკმარისია პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანია „ერმი"-ს ოფოციალურ ვებ-გვერდზე www.ermi.ge ან ,,სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ ხაზზე - 16 114.

26 იანვარი, 2017