დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება

ახალი ამბები

დღეს ქალაქ ქუთაისში კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა" საზეიმო ვითარებაში მომსახურების განახლებულ ცენტრი გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია"-ს გენერალური დირექტორი მაირ მამმედოვი და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე. დღეისთვის, საქართველოს მასშტაბით ოთხი მომსახურების ცენტრი მუშაობს ქ. ბათუმში, ფოთში, რუსთავსა და ქუთაისში. განახლებული მომსახურების ცენტრების ოპერატორებს აქვთ შესაძლებლობა მოემსახურონ მთელი იმერეთის რეგიონის აბონენტებს, მოქალაქეთა მიღება მოწესრიგებულია რიგის აპარატების მეშვეობით, განაცხადების მიღებისას, გამარტივებულია ხელმოწერის პროცესი და ხელმოწერა ხორციელდება ელექტრონულად. ამასთან კომპანია , „სოკარ ჯორჯია გაზს" 40 მოქმედი სერვის ცენტრი აქვს, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივ მომხმარებლებს ემსახურებიან. განახლებული მომსახურების ცენტრების ოპერატორებს ჩაუტარდათ მომსახურების ხარისხის სტანდარტის ტრენინგები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების დონეს.

13 ოქტომბერი, 2016