ახალი ამბები | SOCARGAS.GE - სოკარ ჯორჯია გაზი
დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114

ახალი ამბები

   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯუხრაძემ და კომპანია „სოკარი ჯორჯია გაზი“-ს დირექტორმა აზერ მამმადოვმა სოფლებში: დიდ გუბში, პატარა გუბსა და შუა გუბში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს. 

   აღნიშნულ სოფლებში, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზ"-მა 25,5 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფლებში მცხოვრებ 500-მდე ოჯახს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

   დღეის მდგომარეობით იმერეთის რეგიონში აშენებულია 1890 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი, რამაც 40 ათასამდე ოჯახს მისცა ბუნებრივი გაზის მოხმარების საშუალება.

27 აპრილი, 2018